სს „ ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს  ვაკანსიას  უფროსი Java დეველოპერის პოზიციაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაწილეობა პროდუქტის შექმნის სრულ ციკლში, როგორიც არის დიზაინის შემუშავება, კოდინგი, ხარვეზების აღმოფხვრა, დოკუმენტირება;

  • მრავალჯერადად გამოყენებადი პროგრამული კომპონენტებს და ბიბლიოთეკის შექმნა;

  • პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრის პროცესში ჩართულობა;

  • გუნდთან ერთად ბიზნეს ამოცანების ანალიზი და ტექნიკური იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება;

 

 

ცოდნა და უნარები:

  • მინიმუმ ორწლიანი თანამედროვე პროგრამირების ენაზე გამოყენებით კომპლექსური პროგრამული კომპონენტების შექმნის გამოცდილება;

  • Spring-ის ტექნოლოგიის გამოყენებით პროგრამული კომპონენტების შექმნისა და განვითარების გამოცდილება;

  • მონაცემთა სტრუქტურების/ ალგორითმების საფუძვლების ცოდნა;

  • SQL და ORM ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა (JPA2, Hibernate);

  • MVC, JDBC,gRPC და RESTful კონცეფციების ღრმა ცოდნა;

  • პრაქტიკული გამოცდილება Java- ს მიკროსერვისულ არქიტექტურასთან, Spring-Boot– ის გამოყენებით;

  • SVN, Git პროგრამული კოდის მართვის ინსტრუმენტების ცოდნა

  • მრავალ მოდულიანი სისტემის არქიტექტურის შემუშავების გამოცდილება, თანამედროვე პრინციპების/მიდგომების გამოყენებით.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკსგამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი, 2025.

Apply for position now

ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები არის ზუსტი და მეკუთვნის მე. ამასთან, ვაცხადებ თანხმობას ჩემ მიერ (მათ შორის, რეზიუმეში) მითითებული პერსონალური მონაცემები დაამუშაოს სს „ჯორჯიან ქარდმა“ (ს/კ: 204396377) და ჯგუფის კომპანიებმა (LION FINANCE GROUP PLC) მათ შორის, უფლებამოსილი პირ(ებ)ის მეშვეობით, არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. ამასთან, თანახმა ვარ, ჩემ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები გაზიარდეს HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, კორკი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com). ჩემთვის ცნობილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ, მათ შორის ინფორმირებული ვარ, რომ მაქვს უფლება ნებისმიერ დროს გავიხმო ჩემ მიერ გაცემული თანხმობა ჩემი მონაცემების დამუშავების შესახებ. წინამდებარე თანხმობის გამოხმობა არ გამოიწვევს თანხმობის გახმობამდე, აღნიშნული თანხმობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ჩემი უფლებების განხორციელებისთვის შემიძლია მივმართო ბანკს და ჯგუფის კომპანიებს ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge ჯორჯიან ქარდი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.