სს „ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს ვაკანსიას ტესტირების სპეციალისტის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქციები:
პროდუქტის ტესტირების დაგეგმვა და მონიტორინგი;
ტექნიკური დოკუმენტის ანალიზი;
პროდუქტის შესაბამისი ტესტ-ქეისების იდენტიფიცირება;
გასწორებული ხარვეზების მონიტორინგი;
კომუნიკაცია ვენდორი კომპანიის წარმომადგენლებთან.
განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
სამუშაო გამოცდილება: ტესტირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ერთი წელი.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
Java-ს ცოდნა;
SQL-ის ცოდნა (SQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება);
ტესტირების მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტებისა და პროცესების ცოდნა;
ტესტ სცენარების და ტესტ ქეისების გამართულად და სტრუქტურიზებულად ჩამოყალიბების უნარი;
კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები;
პროაქტიულობა პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის პროცესებში;
ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერითი);
ორგანიზებულობა, დეტალების მიმართ ყურადღების გამახვილება;
ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 18 ივლისი, 2025.