სს „ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს ვაკანსიას შესაბამისობის ანალიტიკოსის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქციები:
საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების (Visa, MasterCard, Amex, JCB, CUP და DCI) მიერ დადგენილი რეგულაციების მუდმივი მონიტორინგი, მათთან დაკავშირებული მოთხოვნების იდენტიფიცირება და კომპანიისთვის რელევანტური რეგულაციების დეტალური ანალიზი. აღმოჩენილი შეუსაბამობების საფუძველზე შესაბამისი სამუშაო გეგმის შემუშავება და შეთანხმებული ვადების ფარგლებში ცვლილებების ინიცირება.
ლოკალური მარუგულირებლების (ეროვნული ბანკი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების მუდმივი მონიტორინგი, მათთან დაკავშირებული მოთხოვნების იდენტიფიცირება და კომპანიისთვის რელევანტური რეგულაციების დეტალური ანალიზი. აღმოჩენილი შეუსაბამობების საფუძველზე შესაბამისი სამუშაო გეგმის შემუშავება და შეთანხმებული ვადების ფარგლებში ცვლილებების ინიცირება.
ორგანიზაციის პოლიტიკების, პროცედურების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის სტანდარტიზაცია - რეგულარული გადახედვა და საჭიროებების შემთხვევაში ცვლილებების ინიცირება;
კრიტიკულად იდენტიფიცირებული მესამე მხარეების მონიტორინგი, მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
საერთაშორისო/შიდა აუდიტის პროცესებში მონაწილეობა და იდენტიფიცირებული ხარვეზების გამოსწორება.
განათლება: უმაღლესი;
სამუშაო გამოცდილება:
მსგავს ან დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პოლიტიკებთან და სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება;
გარე და შიდა აუდიტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
საგადახდო სისტემებთან და საკანონმდებლო ორგანოებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
საგადახდო ინდუსტრიაში არსებული სტანდარტების, წესების და რეგულაციების ცოდნა;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, როგორც ვერბალური, ისე წერითი;
პასუხისმგებლობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
პრობლემის აღმოჩენის და დროულად გადაჭრის უნარი;
კრიპტოგრაფიული გასაღებების და კრიპტოგრაფიული სისტემების (Hardware Security Module [HSM]) მართვის სტანდარტების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 აგვისტო, 2025.