თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მიღებული ინფორმაცია აისახება აპლიკანტების ბაზაში და ტალანტების მოზიდვის გუნდი დაგიკავშირდებათ თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

Apply for position now

ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები არის ზუსტი და მეკუთვნის მე. ამასთან, ვაცხადებ თანხმობას ჩემ მიერ (მათ შორის, რეზიუმეში) მითითებული პერსონალური მონაცემები დაამუშაოს სს „ჯორჯიან ქარდმა“ (ს/კ: 204396377) და ჯგუფის კომპანიებმა (LION FINANCE GROUP PLC) მათ შორის, უფლებამოსილი პირ(ებ)ის მეშვეობით, არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. ამასთან, თანახმა ვარ, ჩემ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები გაზიარდეს HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, კორკი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com). ჩემთვის ცნობილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ, მათ შორის ინფორმირებული ვარ, რომ მაქვს უფლება ნებისმიერ დროს გავიხმო ჩემ მიერ გაცემული თანხმობა ჩემი მონაცემების დამუშავების შესახებ. წინამდებარე თანხმობის გამოხმობა არ გამოიწვევს თანხმობის გახმობამდე, აღნიშნული თანხმობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ჩემი უფლებების განხორციელებისთვის შემიძლია მივმართო ბანკს და ჯგუფის კომპანიებს ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge ჯორჯიან ქარდი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.