სს „ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მფლობელის (Product Owner) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:


• სქუადის მფლობელობაში არსებული პროდუქტის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და განვითარებასთან დაკავშირებული გეგმის ჩამოყალიბება;

• დაინტერესებული მხარეებისგან (Stakeholders) ახალი პროდუქტის დანერგვასთან ან/და ახალი პროექტის შესრულებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეგროვება, ჩამოყალიბება, User Story-ებად გარდაქმნა და შეთანხმება ყველა დაინტერესებულ მხარესთან;

• დაინტერესებულ მხარეებთან (Stakeholders) ერთად თითოეული კვარტლის ჭრილში შესასრულებელი ამოცანების დაგეგმვა და დაპრიორიტეტება;

• Backlog-ის მართვა, რომელიც მოიცავს საკითხების პრიორიტეტიზაციას და მუდმივ გაუმჯობესებას (შექმნა, გადახედვა, განახლება, რეპრიორიტეტიზაცია);

• გუნდის წევრებისთვის Backlog-ში შემავალი ამოცანების ცხადად და გასაგებად ახსნა;

• გუნდის წევრების მხარდაჭერა/კოორდინაცია დეველოპმენტის/კონფიგურაციის/ტესტირების პროცესში;

• ამოცანების შესრულების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დროს გუნდის აქტიური მხარდაჭერა.


აუცილებელი ცოდნა და უნარები:


• გუნდური მუშაობის უნარი;

• კომუნიკაციის უნარი;

• დაინტერესებული მხარეების (Stakeholders) მოლოდინების, დროისა და პროცესების ეფექტურად მართვის უნარი;

• ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

• ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

• როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.


უპირატესობა მიენიჭება:

• Fintech / Payment სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

• ვენდორებზე დამოკიდებულ გარემოში მუშაობის გამოცდილებას.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 27 მაისი, 2026 წელი.

Apply for position now