სს „ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს ვაკანსიას უფროს QA ინჟინრის პოზიციაზე:


ძირითადი მოვალეობები:


• მონაწილეობა პროდუქტის შექმნის სრულ ციკლში, როგორიც არის მოთხოვნების ანალიზი, ტესტირების დიზაინი, ტესტ-ქეისებისა და ჩეკლისტების შექმნა, ტესტირების შესრულება, ხარვეზების იდენტიფიცირება, რეპროდუცირება, ვალიდაცია და დოკუმენტირება;

• ფუნქციური და რეგრესიული ტესტების დაგეგმვა და შესრულება, ბიზნეს რისკებზე მორგებული ტესტ-ქავერიჯის განსაზღვრა;

• დეფექტების იდენტიფიცირება, მკაფიო რეპორტინგი და გასწორებების ხელახალი ტესტირება (re-testing);

• API-ების, მონაცემთა ბაზებისა და backend კომპონენტების ვალიდაცია, ლოგებისა და სისტემური ქცევის ანალიზი;

• ტესტების ავტომატიზაციის განვითარება და მხარდაჭერა, ავტომატიზებული რეგრესიული ტესტების სუიტების მართვა;

• ტესტების ინტეგრაცია CI/CD პაიპლაინებში და ხარისხის კონტროლის ეტაპების (quality gates) დანერგვა;

• გუნდთან ერთად ბიზნეს ამოცანების ანალიზი, backlog refinement-სა და sprint planning-ში მონაწილეობა, რელიზის მზადყოფნის შეფასება.


ცოდნა და უნარები:


• მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში (მანუალური + ავტომატიზირებული);

• პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საფუძვლებისა და QA პრინციპების ცოდნა;

• SDLC, STLC და დეფექტის სიცოცხლის ციკლის გაგება;

• მოთხოვნების, user story-ებისა და acceptance criteria-ს ანალიზის უნარი;

• API ტესტირების გამოცდილება (Postman / REST Assured);

• ტესტების ავტომატიზაციის გამოცდილება (Python, Selenium, Cypress, Playwright ან სხვა);

• ავტომატიზებული ტესტების CI/CD პროცესებში ინტეგრაციის გამოცდილება;

• მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა და SQL-ის გამოყენების გამოცდილება;

• წარმადობის ტესტირების ინსტრუმენტების ცოდნა (JMeter, k6 ან სხვა);

• საწარმოო (enterprise-level) გარემოში ტესტირების სტრატეგიისა და ხარისხის მოდელის შემუშავების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


გთხოვთ, შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV და დააჭიროთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 12 მარტი, 2026.

Apply for position now