სს „ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაოს მიმოხილვა:

პირველადი საბუთების დამუშავება, საბუღალტრო და საბანკო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, დეკლარაციების, სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და თანამშრომელთა ხელფასების აღრიცხვა, ასევე ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება კომპანიის ფინანსური საქმიანობის გამართულობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.


ძირითადი ფუნქციები:

  • პირველადი საბუთების დამუშავება, საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა;

  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/ინვოისების მომზადება და გადაგზავნა;

  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების, ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;

  • თანამშრომელთა ხელფასისა და სარგებლის აღრიცხვა;

  • საბანკო ოპერაციების წარმოება და ასახვა;

  • ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების, სტატისტიკური კითხვარების მომზადება და წარდგენა;

  • ფინანსური ანგარიშგების, ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

  • სხვა დავალებების შესრულება მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება:უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;


სამუშაო გამოცდილება:ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება;


აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა;

  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • დეტალებზე ორიენტირებული და დისციპლინირებული;

  • ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული;

  • პროგრამა Exact-ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00;


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV და დააჭიროთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 20 ოქტომბერი, 2026 წელი.


Apply for position now