სს „ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციების მხარდაჭერის ჯენერალისტი პოზიციაზე
მიმართულება: აპლიკაციების მხარდაჭერის სამსახური
სისტემების მონიტორინგი, IT ინციდენტების მართვა, სერვისული მოთხოვნების შესრულება, სისტემური ხარვეზის ან გაუმართაობის შემთხვევაში ინციდენტის სწორად იდენტიფიცირების უზრუნველყოფა და მენეჯმენტის ინფორმირება.
ძირითადი ფუნქციები:
რეალური გარემოს სისტემების, სერვისების, აპლიკაციების, ბანკომატების და ბაზის დატვირთულობის 24/7 რეჟიმში მონიტორინგი და მხარდაჭერა;
IT ინციდენტების მართვის პროცედურის დაცვა;
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის IT ინციდენტებისა და სერვისული მოთხოვნების მართვის მოდულის (ITSM) მონიტორინგი;
შემოსული IT ინციდენტების ანალიზი და პირველადი დიაგნოსტიკა/აღმოფხვრა, საჭიროების შემთხვევაში IT ინციდენტების ფუნქციური/იერარქიული ესკალაცია და შესაბამისი შიდა სამსახურების ინფორმირება;
სატელეფონო ზარებზე პასუხი, საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო ზარით შემოსული ინციდენტის რეგისტრაცია და რეაგირება;
სერვისული მოთხოვნების ანალიზი და მართვა;
საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მხარდაჭერის, ქსელის, ბიზნეს ჯგუფებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა და პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება სისტემური IT ინციდენტების შემთხვევაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
სამუშაო გამოცდილება: მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
განრიგი: 24/7 განრიგით მომუშავე ჯგუფში, ცვლების მიხედვით, (ცვლა - 8 საათი)
ღამის და დილის ცვლას ემსახურება ავტომობილი.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
გუნდური მუშაობის უნარი;
სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 18 აპრილი, 2025