სს„ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციების მხარდაჭერის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე

მიმართულება:აპლიკაციების მხარდაჭერის განყოფილება


სამუშაოს მიმოხილვა:


რეალური გარემოს (Production) აპლიკაციებისა და სისტემების სტაბილური და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა (L2 მხარდაჭერა), L1 გუნდიდან ესკალირებულ ინციდენტებზე დროული რეაგირება, მათი ანალიზი და სისტემური გადაჭრა, ცვლილებების დანერგვის პროცესის მხარდაჭერა და კონტროლი, ასევე ვენდორებთან და შიდა გუნდებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.


ძირითადი ფუნქციები:

  • რეალური გარემოს (Production) აპლიკაციებისა და სისტემების სტაბილური და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა (L2 მხარდაჭერა);

  • აპლიკაციების ხარვეზების, გაუმართაობისა და პრობლემების სიღრმისეული ანალიზი, დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;

  • ინციდენტების მართვა, პრობლემის გამომწვევი ძირეული მიზეზების (Root Cause) იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდებთან ესკალაცია;

  • ცვლილებების მართვის (Change Management) დანერგვის პროცესში მონაწილეობა და კონტროლი;

  • აპლიკაციის მომწოდებელ ვენდორებთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება და საკითხების კოორდინაცია;

  • საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მხარდაჭერის უზრუნველყოფა და შესაბამის შიდა გუნდებთან თანამშრომლობა;

  • PCI DSS უსაფრთხოების სტანდარტებისა და შიდა რეგულაციების მოთხოვნების დაცვა;

  • I დონიდან(L1) ესკალირებული ინციდენტების ანალიზი და დროული რეაგირება;

  • I დონის(L1) თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა და მათი მხარდაჭერა რთული ქეისების გადაჭრისას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება:
უმაღლესი განათლება(სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან მომიჯნავე მიმართულებით);

სამუშაო გამოცდილება:
მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;


აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • PL/SQL-თან მუშაობის გამოცდილება;

  • Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;

  • ხარვეზების იდენტიფიცირების, ტექნიკური დიაგნოსტიკისა და პრობლემის ძირეული მიზეზების კვლევის(Troubleshooting) უნარი;

  • საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების(Payment Systems) მუშაობის პრინციპების ცოდნა;

  • PCI DSS უსაფრთხოების სტანდარტების რეკომენდაციებისა და ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;

  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.


სამუშაო პირობები:


სამუშაო განრიგი და პირობები განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV და დააჭიროთ ღილაკს„გამოაგზავნეთ განაცხადი“.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 24 ივლისი, 2026 წელი.


Apply for position now